კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში, თელავსა და გურჯაანში სასტუმროები აშენდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2019

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ევროპული სტანდარტის სასტუმროები აშენდება.
სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების ინფორმაციით, რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით 199 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა. აღნიშნული კომპონენტი რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას.
სააგენტოს 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით სულ მხარდაჭერილია 75 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 199 მილიონ ლარს, ხოლო აღნიშნული 75 სასტუმრო შექმნის 2 000-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია