შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნების“ დეპუტატი თანაშემწედ დიმიტრი გელოვანს ეძებს? - რამ გააღიზიანა ნინო წილოსანი?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2019

"ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი თანაშემწეს ეძებს. მან ამ პოზიციის დასაკავებლად შესაბამისი ვაკანსიაც გამოაცხადა.  

კრიტერიუმები, რომელსაც წილოსანის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს, ასე გამოიყურება:  

ფუნქციები:  პარლამენტის წევრის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი შეხვედრების შესახებ; საქმიანი შეხვედრების ორგანიზება; მივლინებების ორგანიზება;  საქმიანი მიმოწერის უზრუნველყოფა;  დოკუმენტების თარგმნა; 

კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა;  საქმისწარმოების სპეციალურ პროგრამაში შემოსული დოკუმენტების გაცნობა, დამუშავება, პასუხების მომზადება და გაგზავნა;

შემოსული განცხადებების (წერილობითი, ზეპირი, სოციალური ქსელების და ელ.ფოსტის) აღრიცხვა, იდენტიფიცირება და შესაბამის ფორმატში რეაგირება;  იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად და, პარლამენტის წევრის სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, სხვა საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია; მოქალაქეთა ადვოკატირება;  მოსახლეობასთან შეხვედრებში/მაჟორიტარის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრებში აქტიური ჩართულობა და საკითხების/იდეების ინიცირება;  მაჟორიტარი დეპუტატის პროექტებში აქტიური ჩართულობა;  მაჟორიტარის ბიუროსთან კოორდინაცია;

პარლამენტის წევრის ოფიციალური Fაცებოოკ-გვერდის ადმინისტრირება. 

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:  უმაღლესი განათლება;  სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ორგანიზატორული უნარები;  ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები);  ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;  საოფისე პროგრამების (Mს. ჭორდ , Mს Eხცელ) მაღალ დონეზე ცოდნა. 

ნინო წილოსანის მიერ გამოქვეყნებულ მოთხოვნებს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა: 

"თქვენ დეპუტატს ეძებთ თუ თანაშემწეს?"; "კენჭისყრის ღილაკზე თითის დაჭერა არ ევალება? მაშ დეპუტატი რაღას აკეთებს?“; "ყველაფერი ეგ შემიძლია და მაგან რაღა უნდა აკეთოს, კოფე უნდა მომიდუღოს ხოლმე?“; "დეპუტატის ბიუროში ინგლისური აუცილებელია? თვითონ მაჟორიტარებს ჰკითხეთ რამდენი ენა იციან?“; "მე ვაკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს, ოღონდ აი დეპუტატს რატომ უნდა ვემსახურო, ეგ ვერ გავიგე, ისე კარგად ვემსახურები საკუთარ თავს. ეგ გავიარე 10 წლის უკან. სხვათაშორის 300 ლარი მქონდა ხელფასი და დეპუტატს ვნახულობდი თვეში მაქსიმუმ 3 ჯერ";  "როდის იყო ქუჩიდან ვინმე ხვდებოდა პარლამეტში, გინდაც თანაშემწედ?"; "რა საინტერესოა, ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა უნდა აკეთის? ნეტავ დეპუტატის მიმართ მოთხოვნების და ვალდებულებების ჩამონათვალიც ასე საგულდაგულოდაა შედგენილი და კიდევ თუ იცის რომელიმე დეპუტატმა საკუთარი ვალდებულებები და თუ აკმეყოფილებს თუნდაც ერთი დეპუტატი 100% მოთხოვნებს?";  "უსაქმურობისა და ფულის კეთების გარდა, იციან კიდევ რამე?“, -წერენ ფეისბუქში სოციალური ქსელის მომხმარებლები. 

დეპუტატი აღნიშნულმა კომენტარებმა გააღიზიანა და კომენტარებს კომენტარით უპასუხა: 

“თავიდან გადავწყვიტე, რომ იუმორის გრძნობით შემეხედა ამ მარტივ ვაკანსიაზე გაკეთებულ გამოხმაურებებზე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ პრობლემა უფრო სერიოზულია. ადამიანები, რომლებსაც ჩემდა სამწუხაროდ, შესაძლოა არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, ან იცოდნენ ინგლისური, ან საოფისე პროგრამები. თუ აცნობიერებენ იმას, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებისას, რეალურად ეს განათლება აუცილებლად უნდა ჰქონდეს, პირიქით, რაღაც აშაყირებენ უმაღლეს განათლებას, ინგლისური ენის ცოდნას საშუალო დონეზე და საოფისე პროგრამების ცოდნას, რასაც პარლამენტში მომუშავე აპარატის ყველა წევრი აკმაყოფილებს. უმაღლესი განათლება მაქვს, საოფისე პროგრამები და ინგლისური ვიცი. თანაშემწე, რომელიც მყავდა გაცილებით უფრო კვალიფიციური იყო, თუმცა მისი კარიერული ზრდის გამო, სამუშაო ადგილი შეიცვალა”, - წერს ნინო წილოსანი მოქალაქეების საპასუხოდ.

2020 news.ge

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია