შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არავის უნდა მისცეთ მეორე შანსი, არ მოგეწონათ, გააგდეთ "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2019

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  აშშ-ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა:

"სანამ ჩვენ არ ვისწავლით, რომ ეს ხალხი [ხელისუფლება] არის ჩვენი დაქირავებული, არავინ თავზე არ უნდა წამოვისვათ... არც მთაზე, არც სასახლეში, არც იმაში, არც ამაში. ელექტრონული დემოკრატია რატოა კარგი? ვისაც გინდა, ჰკრავ ხელს და გააგდებ. შეაგროვებ ხელმოწერებს, გააგდებ. არ მოგეწონება კანონი, გამოცვალე. არ მოგეწონა თანამდებობის პირი, გააგდე. მაშინ არავინ არ იქნება ოთხი, ხუთი, ათი წელი. მით უმეტეს, 2030 წელზე ვერ დაგელაპარაკება.

ეს არის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა იყოს ძალიან სწრაფი, რომ მოერგოს დროის მოთხოვნებს. არ უნდა მისცე მეორე, მეათე და ოცდამეათე შანსი არავის, არც სააკაშვილს, არც ლომაიას, არც სუბელიანს და მით უმეტეს, იმ შანტრაბას"-განაცხადა სააკაშვილმა

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია