გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართული გურია” ანუ “GEORGURIA”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2019

ისტორიკოსი, პროფესორი და ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სამუშაო მივლინებით იმყოფება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, სადაც საქართველოზე დაცულ უნიკალურ წიგნებსა და მასალებს სწავლობს.

საქართველოსთან დაკავშირებული უნიკალური მასალების შესწავლა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.აიპრესმა უკვე დაწერა რამდენიმე ასეთ უნიკალურ აღმოჩენაზე :

“ლეილა სამეგრელოს ვარსკვლავი”- გამოიცა ნიუ-ირკში, ინახება ბრიტანეთში, ფილმი გადაიღეს ინდოელებმა.

“ასე მხოლოდ სამოთხეში იცმევენ”- ბრიტანელი მეცნიერის შეფასება ქართველების უნიკალურ ფოტოებზე 

ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული საიდუმლო მასალები საქართველოზე – გიორგი კალანდიას კიდევ ერთი აღმოჩენა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასალა, რასაც გიორგი კალანდია გვთავაზობს,1620 წლით დათარიღებული  საქართველოს რუკაა, რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკაშია დაცული სახელწოდებით “ქართული გურია” ანუ “GEORGIA” .

” აჰა ბატონო გურულებს ჩემგან, რომ არ დამბრალდეს მარტო მეგრელებს ლობირებო  1620 წლის რუკა. საქართველო აღნიშნულია საინტერესო სახელით “GEORGIA” ანუ “ქართული გურია”- ასე არ გამოდის? რუკა რა თქმა უნდა დაცულია ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში” – წერს გიორგი კალანდია

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია