იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა მელია - მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე - ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აპრილი 2022

გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, - ასე ეხმიანება  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  ნიკა მელიამ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ  გიორგი მარგველაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახერბ.

 მელიას თქმით, სუსი ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული  საერთაშორისო სკანდალის გადაფარვას ცდილობს.

„გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი,  ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი.

ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის არცერთი პროდიუსერის მიერ შემუშავებული, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. იცით, რა საერთაშორისო სკანდალშია ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გახვეული და მოიგონეთ ეს“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ,  „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია,  რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია