შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკრებულოს კომისიამ სპორტის აიპ-ის ხელმძღვანელს მოუსმინა

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა დღეს „სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს გოჩა ჩიქოვანს მოუსმინა.

მისი პროექტის მიხედვით, ცენტრში დაახლოებით 90 -მდე თანამშრომელი საკმარისია იმისათვის, რომ სამსახურმა იფუნქციონიროს.

გასულ წელს, კი ორგანიზაციაში 130 თანამშრომელი მუშაობდა.

გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, ცენტრის ბაზაზე უნდა შეიქმნას 6 სპორტული სკოლა, თუმცა თითოეული სკოლის საშტატო განრიგი და ხარჯთაღრიცხვა დღევანდელ სხდომაზე მან დეტალურად ვერ წარმოადგინა, რის გამოც მასთან მორიგი შეხვედრა 28 იანვარს დაინიშნა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველას სკოლამ წარმოადგინოს თავისი ხედვა, რის შემდეგაც ჩვენ გადავწყვეტთ საშტატო განრიგს და გავწევთ რეკომენდაციებს, თუ რა რაოდენობის ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული ამა თუ იმ აიპ-ში“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის საკრებულოში აიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი პირველად 16 იანვარს შეიკრიბა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მათ უნდა გამოითხოვონ თითოეული აიპ-ისგან ბიუჯეტი, სამუშაოს აღწერილობა და აიპ-ის წესდება. უნდა მოისმინონ აიპ-ის ხელმძღვანელებისგან თავიანთი ორგანაზაციის განვითარების ხედვა.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი შენგელიამ განაცხადა, რომ მერია აიპ-ებთან დაკავშირებით მიღებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია