შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში ახალგაზრდა მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო პროექტი განხორციელდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2019

ახალგაზრდულმა ალიანსმა “აისიმ” გამოაცხადა საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტი, რომელიც კახეთში ევროკავშირის მხარდაჭერით, ERASMUS+-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა მეწარმეობის შესახებ არაფორმალური განათლების სასწავლო მეთოდოლოგიის შექმნას.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს.
“აპლიკაციების განხილვისას შეირჩევა 5 მოტივირებული ახალგაზრდა. 
ტრენინგები ჩატარდება სასტუმრო სავანეთში ინგლისურ ენაზე. პროექტში მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის ფორმის შევსება 2019 წლის 1 თებერვლამდე შეეძლებათ. მონაწილეებთან გასაბრება ჩატარდება 2019 წლის 2-3 თებერვალს. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე:http://aisigeorgia.com/participantsselection-1-1/“, – აცხადებენ ახალგაზრდულ ალიანსში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია