შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" მჟავანაძის ნაცვლად ქათამაძე უხელმძღვანელებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2019

საკრებულოს ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ბესიკ ქათამაძე უხელმძღვანელებს. მან აღნიშნულ პოსტზე დავით მჟავანაძე შეცვალა.

საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, აღნიშნული ინფორმაცია ცნობის სახით დეპუტატებს საკრებულოს სამანდატოკომისიის თავმჯდომარე, ეროდი გორდელაძემ გააცნო.

ფრაქციის თავმჯდომარე უკვე მეორედ შეიცვალა, გასულ თვეებში დავით მჟავანაძე თორნიკე გოგუაძემ შეცვალა. 

თავმჯდომარეობის დაბრუნების შემდეგ ახლა უკვე მეორედ დავით მჟავანაძე ბესიკ ქათამაძემ ჩაანაცვლა 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც სულ სამ საკითხს განიხილავენ წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია