ჩემი მიზანია თეატრში აკადემიური ხარისხი გაიზარდოს, - ამის შესახებ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიმა გიორგი თავაძემ განაცხადა.
გაცნობით შეხვედრაზე ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ოთხწლიან პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ფინანსურ პრობლემებზე.
გიორგი თავაძის თქმით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრი ითანამშრომლებს სხვდასხვა თაობის რეჟისორებთან.