შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში ოთხი სკოლა აშენდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2019
ადიგენში სკოლები სოფელ ბენარასა და ღორთუბანში აშენდება. ნინოწმინდაში სოფელ ორლოვკაში, ასპინძაში კი სოფელ ორგორაში. აქ სკოლა დამწვარი შენობის ნაცვლად აშენებდება. ორგორაში სკოლა 2012 წელს დაიწვა და მოსახლეობა ახალი შენობის აშენებას მას შემდეგ ელოდება. ბენარაში სკოლის მშენებლობისთვის 320 0000 ლარია გათვალისწინებული, ღორთუბნის, ორგორის და ორლოვკის სკოლებისთვის კი 1 423 000 – 1 423 000 ლარი. როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, „აღნიშნული თანხები საბოლოო არ არის დაშესაძლოა შეიცვალოს“. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადიგენში სოფელ ზარზმისა და მოხის სკოლების რეაბილიტაციასაც იწყებს. ქვეყნის მასშტაბით, 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი. ამის შესახებ, შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო სექტორთან შეხვედრისას განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების მშენებლობებზე ტენდერები 28 თებერმვლამდე გამოცხადდება, მანამდე კი სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის სკოლის ასაშენებელ ადგილებზე მოლაპარაკები მიმდინარეობს.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია