შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში ცეკვაზე მიმავალ გოგონას მანქანა დაეჯახა - ეძებენ მძღოლს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2019
გორში, ახალბაღის პარკის შესასვლელთან, 11-წლის გოგონას მანქანა დაეჯახა. მძღოლი მიიმალა. პოლიცია თეთრი ფერის მანქანას ეძებეს. დაშავებული მოსწავლე ,,გორმედში" მიიყვანეს. ექიმის, გია ზუმბულიძის ცნობით, ბავშვს აღენიშნებოდა ქვედა კიდურის წვივის მოტეხილება. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. თაბაშარის ნახვევით გოგონა სახლში გაწერეს. პოლიციამ გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.  ადგილი, სადაც ბავშვს მანქანა დაეჯახა, ცეკვის სტუდიასთან ახლოსაა. ამავე დროს, ზებრა გადასასვლელია.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია