კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მაისი 2022

თელავის ისტორიულ მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით, მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება _საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით.

ამ დღეს მუზეუმები საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს ახორციელებენ, მჭიდროდ ურთიერთობენ აუდიტორიასთან და ხაზს უსვამენ მუზეუმის, როგორც ინსტიტუციის სოციალური როლის მნიშვნელობას.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სწორედ ასეთი ღონისძიება ჩატარდა თელავში.

„მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემა გახლავთ ,,მუზეუმების ძალა,”, თელავის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო საინტერესო ღონისძიებები: ერეკლე II-ის სასახლე-მემორიალში გაიხსნა ორი მუდმივი საექსპოზიციო სივრცე , სადაც გამოიფინა, მეფის ოჯახის წევრების პორტრეტები და მემორიალური ნივთები. გამოფენის გახსნას დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბატონი ირაკლი შიოშვილი, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად. გამოფენა გახსნა შშმ პირმა გვანცა ჯავახიშვილმა.

ასევე, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია თემით – „ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობანი საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა.“

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თელავის, თბილისის, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა მუსიკალური საკრავების გამოფენა,“_ „განაცხადა თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია