შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2019
საქართველოში “ხაჭაპურის ტრადიციას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთაძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
სტატუსის მინიჭების ინიციატორია შპს „გუნდა“ და მოქალაქეები – ნ. დოლიძე და ლ. ქოქიაშვილი.
“საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში “Sirha 2019”, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია და კერძო პირები, გამოფენის ფარგლებში წარადგენენ ქართულ ხაჭაპურს. ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში” – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია