კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წელს პირველად ქართული კენკრა ისრაელში გაიყიდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2022

წელს პირველად ქართული კენკრა ისრაელში გაიყიდება – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა.

იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, ისრაელისთვის ფერმერბისაგან მაყვალს 3.5 დოლარად, ჟოლოს კი, 5-6 დოლარად შეიძენენ.

„წელს პირველად ქართული კენკრა ისრაელში გაიყიდება. სოფელ ქვენატკოცაში ისრაელის მოქალაქეს აქვს სამაცივრე მეურნეობა. უკვე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ისრაელმა დართო მაყვლისა და ჟოლოს შეტანის უფლება. 1 კგ მაყვალში 3.5 დოლარს გვპირდება, ჟოლოში კი, 5-6 დოლარს, რაც ძალიან კარგი ფასია. ახლა, მთავარია, როგორი იქნება პროდუქციის ხარისხი“,
– განაცხადა ქიტესაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია