გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უკვე ორი თვეა არ მაქვს არაფერი, დაგვასაფლავეთ ბარემ ცოცხლად "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2019

მსახიობ გიორგი ყიფშიძეს მეორე დღეა სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. მსახიობმა ფეისბუქზე მთავრობა გააკრიტიკა, უფრო სწორედ აგინა და აღნიშნა, რომ ყველანი გულის ამრევები არიან.

"არაფერი საინტერესო არ ხდება, არც ხელფასს გვაძლევენ თავის დროზე და საერთოდ, ამ მთავრობას მო@@@ დილეტანტი დედები მე.  გულის ამრევები ესენი“, -  წერდა გიორგი ყიფშიძე. სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მამა-შვილ ყიფშიძეები გაიხსენეს, სადაც ისინი ამომრჩევლებს მოუწოდებნენ, რომ   ხმა ზურაბიშვილსთვის მიეცათ.

"2020NEWS“-სთან საუბარში გიორგი ყიფშიძემ მძიმე ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა, რამაც ფეისბუქზე ხელისუფლების მაგინებელი პოსტის დაწერა გადააწყვეტინა.

"უკვე ორი თვეა არ მაქვს არც მობილური და არც მანქანა, არაფერი. ჩემს გარდა ბევრმა მიიღო მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში  და რა, ამიტომ მტერი ვარ? ან რომელიმე მათგანია მტერი? სამშობლოს გამყიდველი ხარო, მწერენ. მე ვიგინები, როცა საგინებელი მაქვს და არაპოლიტიკურად, არამედ როგორც უბრალო, რიგითი მოქალაქე“, - აღნიშნა ყიფშიძემ სააგენტოსთან საუბარში.

მსახიობს არაერთხელ უსაუბრია, რომ მას და მის ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს.

"სხვაზე რა გითხრათ, შევუსწარი მამაჩემს ღამით საძინებელში ტიროდა, რა დავაშავე, ასეთი სიბერე რომ მაქვსო. 5 ლარს სესხულობს, რომ სიგარეტი იყიდოს. ცუდად არის და ვერ ხვდება რით დაიმსახურა, რომ ასეა. ზურა თუ ასეა, მე რა მელის, წარმოგიდგენიათ? - ვიღაცები გეგმავენ, სად დასაფლავდნენ. რა დროს დასაფლავებაა, კაცო, ვერ ვცხოვრობთ. ბარემ დაგვასაფლავეთ უკვე ცოცხლად“ - … აცხადებს გიორგი ყიფშიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია