ა(ა)იპ "გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო" გაერთიანება,
მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის
და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში
მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახორციელებს პროექტს "თანამედროვე
ტექნოლოგიური პროფესიები" .
პროექტში ჩართული ახალგაზრდები კომპიუტერული უნარების საბაზისო და
საფუძვლიან ტრენინგებს ორ ეტაპად გაივლიან.
პროგრამაში შედის:
• ნარატივ დიზაინი (ჩეტბოტები);
• Frontend დეველოპმენტი (HTML, CSS);
• WordPress დეველოპმენტი;
• Python დეველოპმენტი;
პირველ ეტაპზე, მიღებული აპლიკაციების საფუძველზე შერჩეული
მონაწილეები შეისწავლიან კომპიუტერული უნარების საბაზისო ტრენინგებს,
რომელიც 6 ორსაათიანი ლექცია - სემინარისგან და პროექტების
პრეზენტაციისგან შედგება.
მეორე ეტაპზე კი, თითოეული ტრენინგ ჯგუფის მონაწილეები შეარჩევენ
არჩევითი ტრენინგებიდან ერთ-ერთს.
პროექტის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს საბაზისო
ტრენინგის სერტიფიკატს.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა - 25 მაისი,
23:59 საათი.
ცნობისთვის, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ
პროექტის განსახორციელებლად
ტენდერი
43 416.00 ლარზე აპრილში გამოაცხადა. აღნიშნული თანხით გამარჯვებული
გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი
იყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.