იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტმა დამოუკიდებლობის დღის 9 აპრილს აღნიშვნას მხარი არ დაუჭირა

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მარტი 2022

 პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსში“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში,” ცვლილებებს ითვალისწინებს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

ნატო ჩხეიძის განცხადებით,  ვინაიდან 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, (რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში)  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უნდა აღინიშნებოდეს 9 აპრილს.

მისივე თქმით, დამოუკიდებელ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმჯობესია, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის დღე აღინიშნებოდეს.

კენჭისყრის შედეგად კანონპროექტს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა,  3 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია