ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.
“ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს. მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, ინვესტორისთვის არანაირი კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის.
მისივე თქმით, ინვესტორსა და მერიას შორის შედგეს შეთანხმება, რომ მოხდება ადგილმონაცვლეობა.