შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების რეფორმის ფარგლებში,უსაფრთხო სკოლის პროექტი დაინერგება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2019
მისი თქმით, სკოლებში თვისობრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახურის, უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსწავლეების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას, რისთვისაც, გაძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.ამასთან, უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ექნება საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია.როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე ეცნობა არსებულ სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. განათლების სამინისტროს შეფასებით, ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას.ასევე, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია