სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომსა და ბაკურიანში 33 კვების ობიექტი დააჯარიმეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2019
ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლის დროს სამზარეულოს სანიტარულ -ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ვარგისიანობა, მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადა, ტემპერატურული რეჟიმი, მიკვლევადობა და ეტიკეტირების საკითხები შეამოწმეს. შესაბამისად ჯარიმებიც სწორედ აღნიშნული მიმართულებებით აღმოჩენილი დარღვევების გამო დაწერეს. რაც შეეხება შვიდ დაკეტილ ობიექტს, აქ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. „ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მომხმარებლის, ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების ინტერესების დაცვა პოპულარულ ზამთრის კურორტებზე. ამ მიზნით, უკვე მეორე წელია როტაციის პრინციპით ტარდება შემოწმების პროცესი და მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება", – აცხადებს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე. დაკეტილ ობიექტებს, მას შემდეგ რაც დარღვევებს აღმოფხვრიან, მუშაობის საშუალება მიეცემათ. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია