საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული.
ოფიოციალური ინფორმაციით, შემოსულია გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ, იანუვია ტაბლეტი 100მგ, იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ, ინსულინი ლანტუსი solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ შპრიც-კალამი ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ
ატაკანდი ტაბლეტი 16მგ, ბრილინტა ტაბლეტი 90მგ, დიოვანი ტაბლეტი 160მგ, კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ, კონკორი ტაბლეტი 10მგ, კრესტორი ტაბლეტი 20მგ, ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ, აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ, ფლაკონი ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ, ტუბი არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ, სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი.
ამავე ინფორმაციის თანახმად, თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.