კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თელავში ღონისძიებები იმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივნისი 2022

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თელავის ცენტრალურ მოედანზე გასართობი ღონისძიებები იმართება.

გთავაზობთ ვრცლად დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს:
13:00 – 13:45 სთ – თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, ბავშვთა მუსიკალური სტულია ,,სოლეი,, გამართავს კონცერტს.
14:00 სთ – საბავშვო მუსიკალური სტუდიების ,,თელავი,, და ,,ათინათი,, კონცერტი.
14:00 – 17:00 სთ – თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “ალადინი” გაიმართება.
მოეწყობა ბავშვთა სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.
ასევე, 1 ივნისს, 11:00-დან 16:00 საათამდე, თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის ინიციატივით გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
შეგროვილი თანხა გადაეცემა თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ( 8 შვილი ) ოჯახს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია