კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილძე მოქმედი სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას უგზავნის

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2022
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაჟღერებული მუქარის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე (80 კმ) მოქმედი M270 სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას გაუგზავნის.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინას რუსეთისგან თავდაცვაში დაეხმარება.

როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უკეთესად დაიცვან თავი შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ,“- განაცხადა ბენ უოლესმა.

მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენების შესწავლის მიზნით, წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.





დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია