კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსახლეობა ახმეტა-თიანეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ითხოვს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივნისი 2022

მოსახლეობა ახმეტა-თიანეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, გზა დაზიანებულია და მანქანებით გადაადგილება უჭირთ.
„დიდი ხნის დაყრილი ქვა-ღორღია. მაღალი გამავლობის ავტომანქანის გარეშე არც უნდა იფიქროთ მგზავრობა. უფრო გულსატკენი ის იყო, რომ ტრაფარეტი, რომელიც აღნიშნავს ახმეტის მუნიციპალიტეტის დასაწყისს, სავალალო მდგომარეობაშია,’’– განაცხადეს ადგილობრივებმა.

როგორც knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გზის რეაბილიტაცია შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გამაგრებითი სამუშოები, დამცავი ჯებირების, და რკინა-ბეტონის ბოგირების მშენებლობა., მათი დასრულების შემდეგ გაგრძელდება ასფალტის დასხმა”,-განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია