კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იტალიამ მხარი დაუჭირა საქართველოს გაწევრიანებას არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატოშიც

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივნისი 2022

იტალია მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიელ კოლეგასთან სერჯო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს არის უალტერნატივო გზა საქართველოსთვის [ნატოში გაწევრიანება], რომელსაც იტალიაც დაუჭერს მხარს – წვრთნებში მონაწილეობას, სხვადასხვა მისიებში თანამშრომლობას თუ ნატოში მხარდაჭერას. ეს არის გზა, სადაც ვიცით, რომ იტალია მხარს გვიჭერს“
, – აცხადებს ზურაბიშვილი.

როგორც წესი, ანალიტიკოსები საქართველოს ნატოში დაჩქარებული შესვლის მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის იტალიას ასახელებენ, მაგრამ დღეს, ზურაბიშვილის თქმით, „ახალი გლობალური გამოწვევების“ გათვალისწინებით, გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და „კავკასია და საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.”

ზურაბიშვილის თქმით, რომი მხარს უჭერს საქართველოს პოზიციას, რომელიც ცდილობს გახდეს „ევროპის სრულუფლებიანი წევრი“.

„იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და მხარს გვიჭერს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია