გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შიდა ბრძოლები მიდის იმისათვის, რომ ამ გუნდმა ივანიშვილს ერთგულება დაუმტკიცოს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2019

“2020 წლამდე ეს ერთიანობა შენარჩუნებული ვერ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე არცერთი მხარისთვის არ იყო მომგებიანი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება”, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “აიპრესთან” “ქართულ ოცნების” გუშინდელ შეხვედრას, როდესაც დაპირისპირებული მხარეებმა აშკარად შერბილებული რიტორიკით დაიწყეს საუბარი.

კითხვაზე, ხომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მხარეებს შორის შერიგება მოხდა, პასუხობს:

“მე არც მქონდა სხვა მოლოდინი. ამ ეტაპზე განხეთქილება არც ივანიშვილის, არც კობახიძის და არც ბესელიას ინტერესებში არ შედის. ივანიშვილის ინტერესში რომ არ შედის გასაგებია, მაგრამ ამ დაჯგუფების ინტერესებშიც არ შედის. შიდა ბრძოლები მიდის იმისათვის, რომ ამ გუნდებმა ივანიშვილს არა მარტო ერთგულება, არამედ თავისი პოლიტიკური ალღო დაუმტკიცონ.

ვარაუდები გასაგებია, რომელიც გავრცელებულია, რომ მოსამართლეთა ეს სია ივანიშვილის გარეშე ვერ შევიდოდა პარლამენტში, მაგრამ რეალური განცხადება ამაზე ივანიშვილს არ გაუკეთებია. მაშინაც კი, როდესაც ბესელია და მისი ჯგუფი, როდესაც არაგუნდურობაში დაადანაშაულა. ასე, რომ ეს თემა ღია თემა იყო და მიმდინარეობდა საკმაოდ ცხარე დისკუსია. მაგრამ მაინც ყველაფერი იქითკენ წავიდა, რომ კონსესუსი მოძებნეს და ივანიშვილმა გუნდის ერთიანობა შეძლო. 2020 წლამდე ეს ერთიანობა შენარჩუნებული ვერ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე არცერთი მხარისთვის არ იყო მომგებიანი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია