შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბესელია სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის საბჭოში უჩივის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2019

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეს, სერგო მეთოფიშვილს უჩივლებს. ეკა ბესელიას თქმით, ეს საჩივარი იქნება მაგალითი ყველა მოსამართლისთვის, რომ "თავს უფლება არ მისცენ და პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიონ".

მეთოფიშვილმა ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, დეპუტატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეების მიმართ მუქარაში დაადანაშაულა. მან კონკრეტული სახელი და გვარები ახსენა, მათ შორის არის ეკა ბესელიაც და რეაგირებისკენ საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა.

ეკა ბესელია ფიქრობს, რომ სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული ჯგუფის პოზიციას ახმოვანებს.

"ეს ნიშნავს, რომ საბჭოში არიან ადამიანები, რომლებმაც ასეთი სრულიად მიუღებელი ფორმა აირჩიეს მმართველ გუნდთან, პოლიტიკურ გუნდთან დაპირისპირებისთვის. ეს არის პოლიტიკურ პროცესში ღიად შემოსვლა, რისი უფლებაც მოსამართლეს არ აქვს", — განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს.

"არ ვუყურებ ამ პროცესს საბჭოს დონეზე დასატოვებლად და ვაპირებ ბოლომდე მივყვე. ყველა ინსტანციას გაივლის ეს სარჩელი და იქნება მაგალითი, რომ არცერთმა მოსამართლემ არ მისცეს თავს უფლება ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში", — განაცხადა ეკა ბესელიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია