შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კალაძე პასუხისმგებლიანი მერია, მისი წინამორბედისგან განსხვავებით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2019

კახა კალაძის სიტყვას ყოველთვის მოსდევს  ქმედითი ნაბიჯები, მისი ძალისხმევით შეთანხმება მოხდა ინვესტორთან და ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, თბილისის მერი ყოველთვის გამოირჩეოდა ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობით, განსხვავებით იმ  მერისგან, რომლის დროსაც  ეს ნებართვა გაიცა.

 „სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ქალაქი მერისგან, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა დიდი პასუხისმგებლობით თავისი ამომრჩევლის მიმართ და ზრუნავს თბილისზე, განსხვავებით იმ მერისგან, რომლის დროსაც ვაკის პარკის ეს ნებართვა გაიცა და, ზოგადად, მახინჯი და ქალაქისთვის დამაზიანებელი ნებართვები გაიცემოდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, კახა კალაძის უკვე გაცხადებული პოლიტიკა  – გამწვანება, ეკოლოგიის დაცვა და ქალაქის იერსახის გალამაზება მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია დედაქალაქის საკეთილდღეოდ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია