შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ფასიანო პატრიოტებო“-გარეწრებო..."ოცნების" ახალგაზრდულ ფრთას ე.წ ძველი გვარდია უპირისპირდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2019

მწერალი და "ქართული ოცნების" ე.წ ძველი გვარდიის წარმომადგენელი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში "ოცნების" იმ ნაწილს მიმართავს, ვინც მისივე განმარტებით 2016 წელს "გამოიჩეკა" და მათ ფარისევლებსა და სახელმწიფოს მოღალატეებად მოიხსენიებ: 

"SOS!!! SOS!!! SOS!!!

მინდა ხმამაღლა მოგიწოდოთ „თორმეტიანელებს“ იდეურად გაერთიანდეთ და მალე დარისხდება ზარი ჩვენი ერთიანობისთვის, თუნდაც ეს შიშველი ხელებით მოგვიწიოს, ჩვენთვის უმთავრესია იდეა და არა - ფულზე ორიენტირება და დორბლის დენა....
უფალმა იცის, რაც ჩვენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავაკეთეთ - უანგაროდ და ისევ უმადურებას წავაწყდით, თუმცა, ეს ფაქტორი, იმდენად არ არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი, ვიდრე, ე. წ. „2016 წლიანების“ - გამოჩეკვაა - „სამაზვანცების“...
ახლა ყურადღებით მომისმინეთ, ე. წ.- ო, „2016“ წლიანებო: თქვენ, საიდან გამოტყვრებოდით, „თორმეტიანელები“ რომ - არა?.. ჩვენ, 2012 წლამდეც ვიბრძოდით, ვიბრძოდით მაშინ, როცა, თქვენ, ნაცმოძრაობის ხელის ბიჭები, ან ზონდერები იყავით, თქვენ გადმოგაპორტირათ „ქართულ ოცნებაში“ თქვენივე იდეოლოგიით მოწამლულმა იმ პერსონებმა და პარლამენტში შეგიყვანათ, და - არა მარტო პარლამენტში, რომლებმაც პარტიული სადავეები ჩაიგდეს ხელში და, თქვენ, როგორ ბედავთ, თავის თავს უწოდოთ „თექვსმეტიანელები?“ თითქოსდა ჩვენი ღვაწლის წაშლა გსურთ და „საყრდენად“ გინდათ იქცეთ 2012 წლის მონაპოვრისთვის?... ჩვენ, 2012 - შიც, ჩვენი საკეთებელი გავაკეთეთ, 2016 - შიც და, 2020 - შიც გავაკეთებთ გასაკეთებელს, თუმცა, კატეგორიულად გიკრძალავთ, საკუთარ თავს „თექვსმეტიანელები“ უწოდოთ, თქვე, ნაციონალების საყვირებო და ბარაბნებო, გადმოპორტირებულო გარეწრებო და „ფასიანო პატრიოტებო“ - სახელმწიფო მოღალატეებო...
თქვენ გეუბნებით, პარლამენტში მოკალათებულო „ოცნების ფარისევლებო“ - თქვენ"!..
არ გაბედოთ, გაფრთხილებთ!!!

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია