გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 2018 წელს $256 მილიონით გაიზარდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 იანვარი 2019

საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 2018 წელს $256 მილიონით გაიზარდა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 5 მილიარდ 434 მილიონ დოლარს შეადგენს.

 ამასთან, დოლართან მიმართებით ლარის კურსის ცვლილების გამო, ერთ წელიწადში სახელმწიფო ვალი 1 მილიარდი 124 მილიონი ლარით გაიზარდა.

2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ვალი მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე – 3 მილიარდ 838 მილიონი აშშ დოლარია.

ორმხრივი კრედიტორების წინაშე ვალი 926 მილიონ დოლარს შეადგენს.

500 მილიონია ევროობლიგაციების ვალი.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის 166 მილიონ დოლარს შეადგენდა.

commersant.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია