კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩი დაიკითხა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივნისი 2022

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ გუმბერიძე დაიკითხა.

როგორც მან აღნიშნა, საბოლოო შედეგებს, კომისია იღებდა, რომელიც მაღალი რანგის უფლებამოსილებით სარგებლობდა, აღნიშნულს კი საელჩო ადასტურებდა.

“ჩემ მიმართ ძირითადი შეკითხვები დაკავშირებული იყო იმ ფუნქცია-მოვალეობასთან, რომელსაც ვახორციელებდი როგორც საქართველოს საელჩო, დელიმიტაციის კომისიების სხდომების დროს ბაქოში. ძირითადად, ეს იყო პროტოკოლური ხასიათის ორგანიზება ამ შეხვედრებისა და შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებდით ორგანიზაციულ საკითხებს. მიმართულებები ძირითადად, ამასთან დაკავშირებული იყო. საბოლოო შედეგებს, რომელსაც კომისია, რომელიც მაღალი რანგის უფლებამოსილებით სარგებლობდა, იღებდა და ამ შედეგებს ვადასტურებდით.

2007 წელს დავამთავრე მუშაობა, როგორც ელჩმა, აბსოლუტურად გაყენებული იყო კომისიის უფლებამოვალეობა და მისი ვალდებულებები, უფლებამოსილებები ჩვენგან. ჩვენ არ ვმონაწილეობდით არც წინა სამუშაოებში, არც რუკებში და ა.შ.

1996 წლის ალბომი მოამზადეს ქართველმა და აზერბაიჯანის ექსპერტებმა, როცა დელიმიტაციის კომისიის მუშაობა საერთოდ ნულიდან დაიწყო, ორივე მხარემ წარმოადგინა ალბომი, რომლის მიხედვითაც მოხდა იმ მონაკვეთების შეჯამება, არის თუ არა განსხვავება”,– განაცხადა გუმბერიძემ.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციი, ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია