შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის პოლიციელებს ქალმა აგინა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 იანვარი 2019
წუხელ გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ქალი, რომელსაც პოლიციელების დაუმორჩილებლობის გამო, ჩასვეს იზოლატორში. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა. გორის სასამართლო მსჯელობის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდებინათ. წარდგენილი მუხლი (ასკ - 173) ითვალისწინებს როგორც 15 დღემდე (2014 წლამდე იყო 90 დღე) პატიმრობას, ასევე, ჯარიმას - 1000 ლარიდან 6 ათას ლარამდე. ქალს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. იგი სოციალურად დაუცველია. სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ქალბატონმა მათ დანახვაზე დაიწყო უწმაწური სიტყვების გამოყენება, არ დაემოჩილა კანონიერ მოთხოვნას და ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ,,დაგვინახა თუ არა, მაშინვე გინება დაგვიწყო" - განაცხადეს პოლიციელებმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია