შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში გარემოვაჭრეებს დახლების ასაღებად 7 დღის ვადა მისცეს

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივნისი 2022
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირზე, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს უნებართვოდ განთავსებული დახლების და მსუბუქი კონსტრუქციებისგან გასათავისუფლებლად 7 დღის ვადა განუსაზღვრეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიული ფართები ქალაქის სხვადასხვა ბაზრებში შესთავაზეს, სადაც ისინი სპეციალური შეღავათებითაც ისარგებლებენ. ,,გარევაჭრობისას გარდა იმისა რომ ირღვევა კანონი, მახინჯდება ქალაქის იერსახე, ქუჩები ნაგვიანდება და გაუვალი ხდება. გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია