კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

NDI-ის გამოკითხულთა 67% პოლიციის, ხოლო 47% შსს-ს და გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს

საზოგადოება
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 იანვარი 2019

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ქართული პოლიციის საქმიანობას, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო 5% ამბობს, რომ მიმართა. აღნიშნულ 5%-ში შესული ადამიანების უმრავლესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ასევე უმეტესობა კმაყოფილი იყო პოლიციის რეაგირებით.

NDI-იმ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობის შეფასებაც სთხოვა. გამოკითხულთა 47% უწყების (გიორგი გახარიას) საქმიანობას დადებითად აფასებს, გამოკითხულთა – 23% უარყოფითად, 29%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია