სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეს ძეგლი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას ვერ შეცვლის – თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 იანვარი 2019
როგორც იცით, ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია, რომელიც ჩვენს აზერბაიჯანელს და სომეხ კოლეგებს შორის იწვევს გარკვეულ უხერხულობას. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ამ ძეგლის საკითხი იმ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ვერ შეცვლის… ვერ შეცვლის იმ მეგობრობას, რომელიც თუნდაც საქართველოში და პარლამენტში აქვთ ჩვენს მეგობრებს. შეიძლება ითქვას, რომ საკითხი მეტწილად ამოწურულია და მე არ ველოდები რაიმე გართულებებს", – განუცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლი 20 იანვარს დადგეს, ეს დღე აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება. ამ დღეს დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე. ამ ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. მომხდარის გამო საქართველოს ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ორი ქვეყნის, აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება, NGO–ები მომხდარში პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ ძეგლის დადგმის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. იურისტი შოთა თუთბერიძე თვითმმართველობის პირველი პირების სამსახურეობივ გულგრილობაზე საუბრობს და ფაქტის შესწავლას ითხოვს. მათი განცხადებით უნდა მოხდეს ძეგლის დემონტაჟი, გარდა ამისა დაჯარიმდეს ის პირი, ვინც სოფელში მიხეილ ავაქიანის ძეგლი დადგა.სოფელ ბუღაშენის მკვიდრი მიხეილ ავაკიანი მთიანი ყარაბაღის ომში 1994 წელს დაიღუპა, მისი ბიუსტი კი სოფლის ძველი სკოლის ეზოსთან, მალევე დადგეს.როგორც ადგილობრივები აცხადებენ ძეგლი დაზიანდა და ამიტომ ის ახლით ჩაანაცვლეს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია