შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ალან გაგლოევმა ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონების გამგებლები თანამდებობიდან გადააყენა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივნისი 2022
საკადრო ცვლილებებია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში. თანამდებობები დატოვეს ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონების გამგებლებმა. დე-ფაქტო სამრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ასრულებს რეზო დევიძე. აქ გამგებლის პოსტი დატოვა ვლადიმერ გულიევმა. რეზო დევიძე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. აქტიურად იყო ჩართული 13-17 ივნისს, გამშვები პუნქტებთან მოსახლეობის ორგანიზებულად გადაადგილების საქმეში.  როგორც ვწერდით, 13 ივნისს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაიხსნა გამშვები პუნქტები და 17 ივნისს დაიხურა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია