შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიციონერი დეპუტატი სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საჯარო განხილვას ითხოვს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2019
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია მიიჩნევს, რომ ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა ფართო განხილვების საგანი უნდა გახდეს.

გუბერნიაში დღეს კომპანია „m²“-მა ადგილობრივ არქიტექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სასტუმროს მშენებლობის პროექტი გააცნო. შეხვედრას საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეც ესწრებოდა.

„დღეს წამოვაყენე ინიციატივა, რომ ამ საკითხზე გაგრძელდეს განხილვები. მოვისმინე კომპანის მიდგომები. არ დავმალავ, საკმაოდ მიმზიდველი პროექტია, მაგრამ ეს აუცილებლად მოსახლეობასთან შეთახმებით უნდა გაკეთდეს და ამის შემდეგ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ამ საკითხზე გადაწყვეტილება. ცივილურ ქვეყანაში, როცა სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ, ეკითხებიან მოსახლეობას. წამოვაყენე ინიციატივა, რომ ამ თემაზე გაგრძელდეს შეხვედრები“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

ზუგდიდის საკრებულოში 28 იანვარს გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ თქვა, რომ შესაძლოა ყინულის მოედნის მოვლა-პატრონობა იმ ინვესტორს დაევალოს, რომელიც სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიის შეძენითაა დაინტერესებული.

აღნიშნული ტერიტორიის ინვესტორზე შესაძლო გასხვისება მიუღებელი აღმოჩნდა ბათლომე შელიასთვის.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია