შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სისტემას სჭირდება ახალი სისხლი"- კობა ნარჩემაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 იანვარი 2019

კობა ნარჩემაშვილი სასამართლო სისტემაში „ახალი სისხლის“ საჭიროებაზე საუბრობს.

„ვისურვებდი, პირველ რიგში, რომ სისტემა გაიხსნას. ვგულისხმობ იმას, რომ სისტემას სჭირდება ახალი სისხლი, პრინციპულად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა,“-ამბობს ნარჩემაშვილი.

მისი თქმით, ერთ მოსამართლეს ასობით საქმე აწერია, ასეთ პირობებში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე საუბარიც კი შეუძლებელია.

ამ ეტაპზე სხვადასხვა სასამართლოში ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 40-ზე მეტი კანდიდატი განიხილება. უმაღლესი საბჭოს წევრები გასაუბრებას დღეს მხოლოდ 4-თან გამართავენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც უვადო მოსამართლეობა სურს, გასაუბრებას დღეს გაივლის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია