ქუთაისელი ანასტასია კირთაძე ევროპის ჩემპიონი გახდა, - ინფორმაციას ანასტასიას დედა ირმა ფანჩულიძე ავრცელებს.
მისი თქმით, ევროპის სასკოლო ევროპის ჩემპიონატი საბერძნეთში კუნძულ როდოსზე იმართება. ტურნირი 20 აპრილს დაიწყო, 30-მდე გრძელდება და 9 ტურად იმართება. ანასტასიამ 7 ტურიდან ყველაში გაიმარჯვა და საუკეთესო შედეგი აჩვენა.