შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩუთში ახალგაზრდა ბიჭმა, თავი მოიკლა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 იანვარი 2019

ლანჩხუთის რაიონის სოფელ წიაღობანში 30 წლამდე ლაშა ჭანტურიამ ახლობლების განცხადებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლები გარდაცვლილ ახალგაზრდას დადებითად ახასიათებენ და მათაც უკვირთ, რა მოხდა.

"მეზობელმა ნახა დილით. თავი ჩამოიხრჩო. ყველა მის სახელს ფიცულობდა, უპატიოსნესი ბიჭი იყო. დაოჯახებული არ იყო და ყველა ეუბნებოდა, ცოლი როდის მოგყავსო. ძალიან დაგვწყვიტა ყველას გული. ალალად შრომობდა, მაგის თამაში არავის ახსოვს და სხვა რამ. ვერ გეტყვით რა მოხდა, შოკირებულნი ვართ", - ამბობს სოფლის რწმუნებული, რევაზ კვაჭაძე.

შსს ცნობით, საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია