შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ კარგი სამსახურის შოვნა ნაცნობობით არის შესაძლებელი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 იანვარი 2019

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-მ და CRRC-საქართველომ კვლევის შედეგები წარადგინეს.

კითხვაზე, ამ პირობებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად, პასუხები ასე გადანაწილდა:

ნაცნობობა - 37%, პრფესიონალიზმი/სამუშაო გამოცდილება - 23 %, უცხოეთში მიღებული განათლება - 9%, ნიჭი - 8%, შრომისმოყვარეობა - 7%, გამართლება - 6%, საქართველოში მიღებული განათლება - 5%, საჭირო ხალხის პატივისცემა - 3%, ასაკი -0, სქესი - 0, სხვა - 0, არ ვიცი - 1%

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.

(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია