შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძაღლების თავშესაფრის პროექტის საკითხი პირველ თებერვალს გადაწყდება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2019
ძაღლების თავშესაფრის პროექტის ერთ–ერთი ავტორი, ლაშა გეგეჭკორი აცხადებს, რომ თუ პროექტი პირვანდელი სახით არ განხორციელდება, უკან გაითხოვს. მან ამის შესახებ, მხარის რწმუნებულს ღია წერილით უკვე აცნობა. აღნიშნული შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში სწორედ ამ წერილის მიღების შემდეგ დაიგეგმა. მიუსაფარ ცხოველთა თავშესფარი ახალციხეში, სოფელ ფარეხაში უნდა აშენდეს. „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა ლაშა გეგეჭკორმა რეგიონს თავშესაფრის პროექტი უფასოდ გადასცა, თუმცა ტენდერის გამოცხადების შემდეგ, მასში შეტანილმა ცვლილებებმა გეგეჭკორის უკმაყოფილება გამოიწვია. მისი თქმით, თავშესაფარში ვოლიერების გაზრდა თვითმმართველობამ შესაძლოა ცხოველების მუდმივად გამოკეტვისთვის გამოიყენოს, რასაც თვითმმართველობაში კატეგორიულად უარყოფენ. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია