შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სუსი გალში ორი მოქალაქის დაკავებას ადასტურებს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019
ოკუპირებულ გალში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

„დაკავებულები არიან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ისინი გალში მაშინ დააკავეს, როცა"საქართველოდან აფხაზეთში შესვლას უკანონოდ ცდილობდენ". მათივე ცნობით, დაწყებულია გამოძიება. დაკავებულები, სოხუმში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია