კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში საქართველოს ევროპული ფორუმის საჯარო შეხვედრა გაიმართა

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივლისი 2022

“საქართველოს ევროპული ფორუმის” ფარგლებში, ქალაქ თელავში საჯარო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრების მიზანია სხვადასხვა ჯგუფის კონსოლიდაცია და საქართველოს პროდემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, რაც მოკლე ვადებში შექმნის კოორდინაციის მყარ საფუძველს და გააძლიერებს ურთიერთმხარდაჭერას.

EECMD-ი საჯარო შეხვედრებს საქართველოს ხუთ რეგიონში მართავს, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საქმიანობისა და პროფესიის მოქალაქეები. ამ შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს პოლიტიკური სცენარების დოკუმენტების სამუშაო ვერსიებზე, რომელიც განიხილავს ქვეყნისათვის შექმნილი შესაძლებლობებისა და საფრთხეების განვითარების „პესიმისტურ,” „შუალედურ” და „ოპტიმისტურ” ვერსიებს.

,,საქართველოს ევროპული ფორუმი“ წარმოადგენს არაპარტიზანულ, მრალვასექტორულ და არაფორმალური დიალოგის პლატფორმას, რომელიც შეიქმნა 2022 წლის 4 მარტს. ორასზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ, აქტივისტმა, პოლიტიკოსმა, ჟურნალისტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა ფორუმის საქმიანობას მხარი დაუჭირეს და გამოთქვეს მზაობა მონაწილეობა მიიღონ არაფორმალურ დიალოგში, რათა ჩაერთონ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია