შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში 5 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება იგეგმება

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში 5 ახალი დაცული ტერიტორიის არაგვის და თრუსოს დაცული ლანდშაფტების, ერუშეთისა და რაჭის ეროვნული პარკების, ასევე, რიონის აღკვეთილის დაარსება იგეგმება.


როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოში 5 კატეგორიის 86 დაცული ტერიტორიაა, რაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 10%-ია.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 130 462 ადამიანს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობამ 18%-ით მოიმატა.

 

ამასთან, მინისტრმა ტყის კოდექსის პროექტზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

წყარო: http://droa.ge/?p=41380&fbclid=IwAR1TlVYDcvB5BrfI-QAt7GpTtoZKiEQjCQ39w1Qu6r0EYEfBZZlO_GIsm8k

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია