გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ირიბი სამიზნე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი - საქმის გარკვევამდე ყველაფერი მას ბრალდება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2019

მოტივი შეიძლება იყოს შურისძიება, ან რაღაც პოლიტიკური ინტერესი. თუ შურისძიებაზეა ლაპარაკი, ეს არის ვიღაც ნაძირლების და ბრიყვების გაკეთებული, რადგან პოლიტიკა ასეთ მეთოდს არ იცნობს. თუმცა, ბრიყვების და ნაძირლების სიმცირეს, სამწუხაროდ, საქართველო არ უჩივის," - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები გავცელდა, რაზეც ბესელია შესაბამის უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

გია ხუხაშვილი ორ ძირითად მოტივზე საუბრობს - პირად შურისძიებასა და პოლიტიკურ ინტერესებზე. მისი თქმით, ირიბ სამიზნეს შესაძლო პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენდეს.

„თუ პოლიტიკურ მოტივზე ვლაპარაკობთ, ეს შეიძლება იყოს არა იმდენად ბესელია, რამდენადაც გარკვეული პრევენცია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართვით - ჭკვიანად იყვნენ, თორემ მასზეც შეიძლება იგივე რამ მოხდეს.

„ჩანაწერი ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ არ ვრცელდება. თუ ის გავრცელდება, ეფექტურობას კარგავს. ირიბი სამიზნე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი - საქმის გარკვევამდე ყველაფერი მას ბრალდება. ამაზე თანახმაა არა მარტო ოპოზიცია, არამედ გუნდიც - ბიძინა ივანიშვილს ყველაფერზე ძალიან ტკბილად ახოცავენ ხელს," - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისი განცხადებით, მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან თავად ხელისუფლება არ ცდილობს დამნაშავის დასჯას და ამ ყველაფერმა საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომი წარმოშვა.

„ეჭვმიტანილია ყველა, თუმცა, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას, პოლიტიკური პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რადგან ის უშვებს ასეთ ფაქტებს და ამის გამო არავინ ისჯება. გავიხსენოთ კადრები, რომელიც ბესელიას ეხება - იგი ელისო კილაძის ოფისში მიიტანეს. ეს ადამიანები მაშინ გაუშვეს.

„როდესაც ქმნი ასეთ პრეცენდენტებს, რომ შეგიძლია მძიმე დანაშაულის ჩადენის მცდელობის ბრალდებით ადამიანები გაათავისუფლო დასჯის გარეშე, დაუსჯელობის გარკვეულ სინდრომს ქმნის, რის შემდეგაც ყველაფერს უნდა ელოდო," - აცხადებს ხუხაშვილი.

მისი აზრით, ეს ფაქტი ლოგიკური თვალსაზრისით შესაძლოა ბესელიას აქტიურობა შეეხებოდეს, თუმცა უნდა იქნება განხილული ალტერნატიული მოსაზრებებიც.

„მოვლენების ლოგიკა ბესელიას აქტიურობას უკავშირდება. როდესაც ძალიან ლოგიკურია ესა თუ ის ქმედება, ამავე დროს ალტერნატიული ვერსიებიც უნდა განვიხილოთ. მარტო ჩვენ ხომ არ ვხვდებით ამას, რომ ლოგიკურია? ისიც ხვდება, ვინც ამას აკეთებს. ესეთი ადამიანები ალიბის ფორმირებაზე ფიქრობენ.

„ხელს ვერავისკენ გავიშვერ. ერთადერთი შემიძლება ხელისუფლებას ბრალი წავუყენო, როგორც პოლიტიკურად პასუხისმგებელს. ყველაზე ადვილი ახლა მოსამართლეებისკენ იქნება ხელის გაშვერა. ეს მოსამართლეები, ვისზეც არის საუბარი, ყველაფერზე წამსვლელები რომ არიან, ამაში ალბათ ყველა დარწმუნდა, მაგრამ მათკენაც კი ვერ გავიშვერ ასე ცალსახად ხელს, რადგან ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია