შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე იაკობის წინააღმდეგ რამდენიმე დღეში საპატრიარქოში საჩივარი შევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019

რამდენიმე დღეში პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის წინააღმდეგ უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი საპატრიარქოში განცხადებას შეიტანს.

როგორც “2020News”-ს რამიშვილმა განუცხადა, იგი აგროვებს ნივთმტკიცებულებებს, გადაწყვეტილებებს, რათა საპატრიარქოში მეუფის წინააღმდეგ წარადგინოს. 

“ვაგროვებ გარკვეულ ნივთმტკიცებულებებს, გადაწყვეტილებებს, რომლითაც უკვე მივმართავ საჩივრით საპატრიარქოს, რათა მოხდეს საეკლესიო სასამართლოში  საქმის განხილვა. ეს განცხადება კი სულ რამდენიმე დღეში საპატრიარქოში შევა. 

როგორც ვიცი მეუფე იაკობის ადვოკატმა საქალაქო სასამართლო  გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ ეს მისი ნებაა, სამოქალაქო კანონმდებლობით გასაჩივრების უფლება ყველას გააჩნია, თუმცა ეს არ უნდა იყოს საფუძველი საპატრიარქომ საქმის განხილვაზე უარი მითხრას, მაშინ გამოდის, რომ საეკლესიო სასამართლო აღარ არსებობს“, - განაცხადა რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის წინააღმდეგ ღირსების და პატივის შელახვის გამო სარჩელი შეიტანა. საქმე ეხებოდა მეუფის სატელევიზიო განცხადებას, სადაც მან სანდრო გირგვლიანის და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში რამიშვილს "ჩანერგილი აგენტი" უწოდა. 

12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ რამიშვილის სარჩელი მეუფე იაკობის წინააღმდეგ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ქორეპისკოპოს დაეკისრა მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა.

როგორც "2020NEWS"-ს უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა,  თუკი  მეუფე იაკობი მის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს საჯაროდ არ უარყოფს, იგი მიმართავს საპატრიარქოს და კანონიკური სამართლის გათვალისწინებით, საკითხის განხილვა საეკლესიო სასამართლოზე მოხდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია