კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ENPARD: ლატვია და ესტონეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმების განხორციელებაში ეხმარებიან

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ივლისი 2022

ლატვია და ესტონეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის იმ რეფორმების განხორციელებაში დაეხმარებიან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი.

ევროკავშირის ორივე ქვეყანა საქართველოს საჭირო მხარდაჭერას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) საშუალებით მიაწვდის. ENPARD-ს ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2013 წლიდან ერთობლივად ახორციელებენ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ამ თანამშრომლობას ესტონეთსა და ლატვიაში თავიანთი ბოლო ვიზიტის დროს დათანხმდნენ.

UNDP-ის პრესრელიზის თანახმად, სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარების სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს შეუძლიათ, საქართველოს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ. ეს თანამშრომლობა ქვეყანას დაეხმარება, თავისი ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემები ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

ამ პოლიტიკის ქვაკუთხედი განვითარებული და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა და სატყეო სექტორი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, დასაქმება და სოფლის მოსახლეობისა და ეკონომიკის დაბალანსებული ტერიტორიული განვითარებაა.

„საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრად განვითარებას გადამწყვეტი როლი ენიჭება ისეთი მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრა და გარემოსდაცვით საფრთხეებთან გამკლავება. ჩვენი მიზანია, რომ სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, კერძო სექტორისა და საგანმანათლებლო თუ კვლევითი დაწესებულებებისგან, კუთვნილი ყურადღება მიიღონ. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ისეთი თანამედროვე და წარმატებული სოფლის ეკონომიკის აშენება, როგორიც ადამიანებისა და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, — განაცხადა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია