შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მე არ შემიმჩნევია"- ქობულია კორუფციაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019

ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც და ქვეყანაშიც, თუმცა კორუფცია ამ პრობლემებს შორის არ არის - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი NDI-ს კვლევის იმ ნაწილს, სადაც მოსახლეობა ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა

„ჩემი აზრით და გამოცდილებით, სახელმწიფო სტრუქტურებში მე არ შემიმჩნევია არც ერთი შემთხვევა, სადაც კორუფციული გარიგება იყო. ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა და არც მსმენია ვინმესგან ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც, ქვეყანაშიც, თუმცა კორუფცია ამ პრობლემებს შორის არაა. მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული საზოგადოებაც და მთავრობაც. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩასატარებელი სამუშაოები, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები”, - განაცხადა ქობულიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია