შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 12% - ძალიან ცუდად – NDI

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2019
კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად თბილისში აფასებენ -60 %, ხოლო 34 % კარგად აფასებს. ეს მონაცემი დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა: დიდ ქალაქებში მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხული მოსახლეობის 55 %, კარგად - 37%. პატარა ქალაქებში 41 % ცუდად აფასებს, 52 % -კარგად. სოფლებში 43 % ცუდად აფასებს, 48 % -კარგად . რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებას, კვლევის თანახმად, 36 % მთავრობს საქმიანობას ცუდად აფასებს, 57% -კარგად.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია